ექსპერტი: რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შეუძლია

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის საკითხში მხარეები განსაზღვრულ კონსენსუსს საჭიროებენ, რამდენადაც ვერც რუსეთმა და ვერც აშშ-მა ამ პრობლემის თავის სასარგებლოდ გადაჭრა ვერ შეძლო, განაცხადა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლით დაინტერესებულია, ხოლო რუსეთს ამ პროცესში დადებითი როლის შესრულება შეუძლია, განაცხადა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების კომენტარისას.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნიუ-იორკში ორშაბათს, 28 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეაზე შეხვდა.

გაერო - Sputnik საქართველო
ექსპერტი: პუტინისა და ობამას შეხვედრა ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

„რუსეთის როლს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ ავღანეთთან დაკავშირებით, არსებობს ერთობლივი ქმედებების გამოცდილება და ვფიქრობ, ეს გამოცდილება სირიასთან დაკავშირებითაც გათვალისწინებული უნდა იყოს. ვითარება, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის ჩართვამ შეიძლება გარკვეული დადებითი როლი შეასრულოს. თუ, რა თქმა უნდა, უკრაინის ან ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ძალების განლაგების საკითხებზე პოლიტიკური ვაჭრობა არ გაიმართება. სირიის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობას გარკვეული ნაყოფის მოტანა შეუძლია“, — აღნიშნა ჩიტაძემ.

მოსკოვი და ვაშინგტონი „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებით დაინტერესებულნი არიან. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარკვეულ კოორდინირებულ ქმედებებზე შეიძლება საუბარი. თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, კონსენსუსი მანამდე არ იქნება მიღწეული, სანამ დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები საბოლოო ეფექტს არ მოიტანს, მიიჩნევს ექსპერტი.

ისლამური სახემწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
ექსპერტებმა პუტინის იდეას მხარი დაუჭირეს

„სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრის კონსტრუქციულობაზე საუბარი ძნელია. პუტინი შეხების წერტილების პოვნას ცდილობს როგორც ოფიციალურ ვაშინგტონთან, ისე დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. ინეტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ პუტინი გაეროს გენასამბლეაზე თვითონ ჩავიდა ვიზიტით, თუმცა აქამდე, ასამბლეის გახსნისას, რუსეთი საგარეო მინისტრის სახით იყო წარმოდგენილი“, — განაცხადა ექსპერტმა.

სირიის საკითხში მხარეები განსაზღვრულ კონსენსუსს საჭიროებენ, რამდენადაც ვერც რუსეთმა და ვერც აშშ-მა ამ პრობლემის თავის სასარგებლოდ გადაჭრა ვერ შეძლო, განაცხადა ჩიტაძემ.

„ჯერჯერობით სირიის საკითხში ორივე მხარე წაგებულია. რუსეთი ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. თუმცა, ეს რეჟიმი სირიის ტერიტორიაზე შესუსტდა, რადგანაც ოფიციალური ხელისუფლების იურისდიქცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდება. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი წაგებულ მდგომარეობაშია. თუმცა, იქ ამერიკამაც ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა, რადგანაც აშშ-ისთვის მიუღებელია როგორც ასადის რეჟიმი, რომელიც ხელისუფლებაში რჩება, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის გაფართოება სირიის ტერიტორიაზეც და ერაყის ტერიტორიაზეც“, — აღნიშნა ექსპერტმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0