ექსპერტი: პუტინისა და ობამას შეხვედრა ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

© photo: Sputnikგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოსაზრებები სირიისა და „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხებზე საფუძვლიანად იქნება გააზრებული, ხოლო ურთიერთშეთანხმების მიღწევას პლანეტის უამრავი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია, მიიჩნევს პოლიტოლოგი.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ეფექტური ნაბიჯია, მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნიუ-იორკში ორშაბათს, 28 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეაზე შეხვდა.

„ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება. როდესაც ლიდერებს შორის კონტაქტი გვიანდება, ვითარება არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში იძაბება. ვფიქრობ, რომ პუტინის შეფასება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ძალზე მკაფიოა და პლანეტაზე უფრო მტკიცე მშვიდობის დამყარებისკენ პროგრესის ხედვას შეიცავს. რა თქმა უნდა, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და უნდა იყოს კიდეც, რადგანაც არის თემები, სადაც მათი პოზიციები დიამეტრულად უპირსპირდება ერთმანეთს. თუმცა, როდესაც პოლიტიკოსები საერთო საფრთხისშემცველ თემებზე თანხმდებიან — ეს უკვე მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისკენ გადადგმული ნაბიჯია“, — აღნიშნა ცისკარიშვილმა.

პუტინი და ობამა - Sputnik საქართველო
პუტინმა და ობამამ გაეროში შორიდანაც და პირისპირ შეხვედრისასაც იკამათეს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოსაზრებები სირიისა და „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხებზე საფუძვლიანად იქნება გააზრებული, ხოლო ურთიერთშეთანხმების მიღწევას პლანეტის უამრავი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია, მიიჩნევს პოლიტოლოგი. 

„ობამასა და პუტინის დამოკიდებულება სირიის პრეზიდენტისადმი დიდი ხანია ცნობილია და რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ორი ლიდერის ასადისადმი დამოკიდებულებას ვერ შეცვლიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველხარისხოვანი ფასეულობა მოსახლეობის გადარჩენის თემა უნდა იყოს და ამის შემდეგ უკვე ასადის როლის ან ამ კონფლიქტის აღმოცენების შეფასება უფრო ადვილი იქნება“, — განაცხადა ცისკარიშვილმა.

საუკეთესო გამოსავალი პრეზიდენტ ასადის გადადგომა იქნებოდა, მიიჩნევს პოლიტოლოგი. თუმცა, მისი აზრით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ეს რომ არ დაუშვას და სირიაში თავისი სამხედრო ოპერაცია აშშ-ზე გამარჯვებად არ შეფასდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0