დეპუტატ გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.800-ს მიაღწია. მათგან 2.572 აქტიური შემთხვევაა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. „ქართული ოცნების“ წევრს, პარლამენტის დეპუტატს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ დეპუტატმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები და ყველგან ატარონ პირბადე.

„მეგობრებო, ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ–ინფექცია. მალე დაგიბრუნდებით. როგორც ხედავთ, ვირუსი არსად წასულა. გუშინდელი გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნის შესახებ იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს“, – დაწერა გივი მიქანაძემ.

დეპუტატისთვის უცნობია, თუ ვისგან და როგორ დაინფიცირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 362-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.800-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0