ხულოში, სადაც სკოლის შენობა დაიწვა, ახალი სკოლა აშენდება

© photo : Emergency Management Service / FBსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია, ხის მასალით აშენებულ შენობას ცეცხლი ძალიან სწრაფად მოედო.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. დამწვარი სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება, განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ხულოს რაიონის სოფელ კალოთაში დამწვარი სკოლის ტერიტორიაზე ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
ხულოში სოფლის სკოლა დაიწვა

გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში ხანძრის შედეგად სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა.

რიჟვაძის განცხადებით, სოფელში სასწავლო პროცესი არ შეწყდება, უახლოეს დღეებში კი მომზადდება სკოლის ახალი პროექტი და სოფელს მალე სკოლის ახალი შენობა ექნება. მანამდე კი განათლების სამინისტრო და რესურს-ცენტრი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, სკოლისთვის ალტერნატიული შენობა გამოიძებნება. უწყების ხელმძღვანელი მაია ხაჯიშვილი თავადაც ჩავიდა ხულოში, სადაც სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

ყველა ახალი ამბავი
0