ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე დაშვებული ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რეჟიმის დაცვა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0