12:01 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

ბასილაშვილი მეუღლესთან ერთად კორონავირუსის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ცნობილი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი გამოჯანმრთელდა და შაბათს ის საავადმყოფოს ტოვებს, იუწყება РИА Новости ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ოლეგ ბასილაშვილი - საუკეთესო როლები კინოსა და თეატრში>>

ბასილაშვილს კორონავირუსის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში 4 იანვარს გადაიყვანეს. ასევე ჰოსპიტალიზებული იყო მსახიობის მეუღლე.

„ოლეგ ბასილაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ“, – განაცხადეს თეატრში.

წარმოშობით ქართველი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი 1934 წლის 26 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა. ტოვსტონოგოვის სახელობის დიდ დრამატულ თეატრში ის 1959 წლიდან მოღვაწეობს და არის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი. მისი შემოქმედება არაერთი ჯილდოთი და პრემიით აღინიშნა. ის ასევე სანქტ–პეტერბურგის საპატიო მოქალაქეა.

ოლეგ ბასილაშვილს შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი როლი სცენაზე და ასზე მეტი - კინოში. ბასილაშვილს მაყურებელი კარგად იცნობს კინოფილმებიდან „სამსახურებრივი რომანი“, „შემოდგომის მარათონი“, „სადგური ორისათვის“ და სხვ.

მთავარი თემები