ტიკარაძე: ჩემს ოჯახზე გარკვეული წნეხი და ძალადობა ხორციელდება

© Facebook / Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მის ოჯახს საკმაოდ რთული დღეები აქვს, რადგან გარდაცვლილია მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან ჩემს ოჯახზე ხორციელდება ძალადობა და მორალური ზეწოლა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგზე მინისტრი სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილია მისი ოჯახის წევრი, ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ მორალურ ზეწოლას.

„მე ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და, შესაბამისად, ჩემ მიმართ დასმულ ნებისმიერ კითხვას, რა თქმა უნდა,  პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებსა და ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს დასაგმობი და დაუშვებელია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, ის არ ეხმაურება არც ერთ გავრცელებულ სიუჟეტს, რადგან პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ყველა ახალი ამბავი
0