Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს ელჩი თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს

გამოწერა
თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ იქ მყოფ თანამემამულეებს კორონავირუსის გამო თურქეთის მიერ შემოღებული კომენდანტის საათის შესახებ შეახსენა.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით თურქეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაციების შესახებ გააფრთხილა.

თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს და კომენდანტის საათს აწესებს. 

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე“, – დაწერა ჯანჯღავამ სოციალურ ქსელში.

გიორგი ჯანჯღავამ ასევე შეახსენა მოქალაქეებს იმ საჯარიმო სანქციების სესახებ, რომლებიც მათ დაეკისრებათ წესების დარღვევისთვის.

„აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან! ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება“, – დაწერა ელჩმა.

კორონავირუსის ეპიდემია თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს და კომენდანტის საათს აწესებს

თურქეთში 1 დეკემბრიდან შეჩერდება აბანოების, აუზების და სპორტდარბაზების მუშაობა, სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება.

„აბანოები, საუნები, აუზები, სპორტდარბაზები სამშაბათიდან მუშაობას წყვეტენ. სავაჭრო ცენტრებში შეუშვებენ მომხმარებელთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას და ისიც მხოლოდ ციფრული კოდით. ასევე შეიზღუდება ღია სივრცეებში ხალხმრავალი ადგილების მონახულება“, – განაცხადა ერდოღანმა ტელემიმართვისას და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებები 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებენ.

როგორც ადრე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიამ თურქეთის ზოგ რეგიონში, მათ შორის სტამბულში, მესამე პიკს მიაღწია. ბოლო კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების და მისგან გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0