12:03 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2308)
66 0 0

პრემიერმა მიუსამძიმრა ვენაში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ საქართველო ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველო გმობს ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს – დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ twitter-ის ბლოგში.

2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში უცნობების ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმების სერია მოაწყო. თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი სინაგოგა იყო. ავსტრიის მთავრობამ ვენაში მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა.

„საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – დაწერა გიორგი გახარიამ.

ტერაქტის შემდეგ ავსტრიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა: თვითმხილველის ვიდეო>>

როგორც ცნობილია, დაშავებულია 15 ადამიანი, რომელთაგან შვიდი მძიმედაა დაჭრილი და საავადმყოფოშია მოთავსებული. ბოლო ცნობით, დაღუპულია ოთხი ადამიანი.

ავსტრიის ხელისუფლებამ მომხდარის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებზე და, განსაკუთრებით, დედაქალაქ ვენაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2308)

მთავარი თემები