საგარეო უწყება: ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო დარჩნენ ამ ქვყანაში, მოხდება სავარაუდოდ რომიდან.

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საგარეო უწყება მუშაობს ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებთან, საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა - ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს

მისი თქმით, სავარაუდოდ თვითმფრინავი ქალაქ რომიდან გამოფრინდება საქართველოში. 

ხვთისიაშვილის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური ელექტრონული მისამართი სადაც საქარველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება.

ახალგაზრდები პირბადით - Sputnik საქართველო
სამეგრელოში კორონავირუსის საფრთხის გამო, 13 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება

აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები. 

„დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა, საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება. ვინც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ელ.მისამართზე, მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან, მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და შესაბამისად ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში"-განაცხადა ხვთისიაშვილმა.

ქალი ნიღბით - Sputnik საქართველო
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შემქნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყუარდღებას მიაქცევს და მიხედავს.

„ერთი თხოვნა მაქვს და მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი, რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ივე ადამინი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას,“ - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიის რესპუბლიკაში მყოფი იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, ვისაც ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი მომდევნო ორ კვირაზე და რეისების გაუქმების გამო ვერ ჩამოვიდა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.​

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისათვიას უკვე 103 ათას გასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0