საქართველოს  მაღალმთიანეთში თოვლმა პრობლემები შექმნა

გამოწერა
უხვმა თოვლმა და ძლიერმა ქარმა ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონების მაღალმთიან სოფლებში პრობლემები შექმნა

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. თოვლისა და ქარბუქის გამო წალკის მუნიციპალიტეტის სოფლები ხანდო და რეხა გარესამყაროსგანაა მოწყვეტილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, სოფლებისკენ მიმავალი გზა თოვლითაა ჩახერგილი. გამწმენდი სამუშაოები მაშინვე დაიწყება, როგორც კი ქარი ჩადგება.

პარასკევს უამინდობამ პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაშიც. უხვი თოვლის გამო ხულოსა და შუახევის 17 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. ქვეყნის უმეტეს რაიონში მოვა უხვი ნალექი თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. მთებსა და მაღალმთიანეთში თოვლთან ერთად მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გაძლიედება დასავლეთის ქარი.

ყველა ახალი ამბავი
0