მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშიТбилисский международный аэропорт
Тбилисский международный аэропорт - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა ისრაელიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 2018 წელს დეპორტირებული იყო საქართველოს 4566 მოქალაქე, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 10,66%-ით (440 ადამიანით) მეტია, იუწყება ტელეკომპანია Imedi „აიპრესზე" დაყრდნობით.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ყველაზე მეტად თურქეთიდან ხდება, თუმცა, მონაცემები წინა წელთან შედარებით შემცირებულია – 2017 წელს დეპორტირებული იყო 1868 ადამიანი, ხოლო 2018 წელს – 1788.

გაიზარდა ისრაელიდან დეპორტირებულთა რაოდენობა – 440-დან 813-მდე. მესამე ადგილს დეპორტირებულთა რაოდენობის მხრივ გერმანია იკავებს.

დეპორტირებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა ასევე საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიიდან საქართველოს ათობით მოქალაქე გამოაძევეს

ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, პირიქით, შემცირდა. მაგალითად, რუსეთიდან 2018 წელს დეპორტირებული იყო 209 ადამიანი მაშინ, როცა 2017 წელს ეს რიცხვი 281-ს შეადგენდა, შვედეთიდან კი 2018 წელს 102 ადამიანის დეპორტაცია მოხდა, 2017 წელს – 127. საბერძნეთიდან 2018 წელს 58 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, 2017 წელს – 67.

დეპორტირებულთა რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა შვეიცარიიდან (83) და იტალიიდან (82).

საქართველოს მოქალაქეების ბოლო დეპორტაცია 2019 წელს გერმანიიდან განხორციელდა. ამასთან, ამ ქვეყნიდან იანვარში დეპორტაცია ორჯერ მოხდა.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მთავარი გამოწვევაა.

გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევა>>

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ მიგრაციის პროცესით იყო გამოწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0