ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს

© AP Photo / Shakh Aivazovქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებამდე
ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებამდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშობაო ლიტურგია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ აღავლინა

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საშობაო ლიტურგია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

ღვთისმსახურებას დაესწრნენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები.

დღეს საქართველოში შობის დღესასწაული აღინიშნება. ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

ყველა ახალი ამბავი
0