ვაშინგტონი „ქართული ღვინის ფორუმს" მასპინძლობს

© FB / Georgian unique wineქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის დასკვნითი ნაწილი სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას ეძღვნება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ვაშინგტონში პირველად „ქართული ღვინის ფორუმი" იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი პროგრამა „საფერავის ფესტივალსა" და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს" მოიცავს.

„საფერავის ფესტივალზე", რომელსაც აშშ-ში საქართველოს საელჩო მასპინძლობდა, წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სტილის 25 საფერავის ღვინო. ფესტივალს 400-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ღვინის პროფესიონალები, ღვინის იმპორტიორები და სხვადასხვა რესტორნებისა და მაღაზიების ქსელების წარმომადგენლები.

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში ქართულ ღვინოსა და მისი დამზადების ტრადიციებს გაეცნენ

ფორუმის დასკვნითი ნაწილი სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას ეძღვნება. კონფერენციაში მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას.

„ქართული ღვინის ფორუმის" ორგანიზატორი აშშ–საქართველოს ბიზნეს-საბჭოა, მხარდამჭერები კი ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, მათ შორის, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0