ბათუმი სამეწარმეო ბაზრობას უმასპინძლებს

გამოწერა
ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე იწვევენ

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ერას მოედანზე 18 და 19 აგვისტოს ორდღიანი ბაზრობა გაიმართება, რომელიც 70-ზე მეტ ქართველ მეწარმეს გააერთიანებს, აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია: ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა.

ხედი ალაზანზე სიღნაღიდან - Sputnik საქართველო
ჯაზი და ღვინო - კახეთში ორიგინალური ფესტივალი გაიმართება

„ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბაზრობა 15:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს. შესვლა თავისუფალია.

ღონისძიების ორგანიზატორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში" აჭარის მტავრობის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0