საქართველოს სამხედრო გზა ჩაკეტილია უამინდობის გამო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიკავკაზის თბილისთან დამაკავშირებელი გზა, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, ჩაკეტილია უამინდობის გამო.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობის გადაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების გამო, შეუძლებელია ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციით, 2016 წლის 20 მარტის 02:00 საათიდან აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქ ვლადიკავკაზიდან საქართველოს მიმართულებით“, — ნათქვამია საგანგებო სამსახურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0