შსს: პოლიციის თანამშრომელთა სპეცსაშვები ძალადაკარგულად ცხადდება

© МВД Грузииშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალური საშვების შესახებ ახალი ბრძანება რამდენიმე დღეში გამოიცემა და მათი გაცემის, ამოღებისა და განადგურების წესები ბევრად უფრო გამკაცრდება, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პოლიციის ოპერატიულ თანამშრომლებს 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ჩამოერთმევათ, განაცხადა ოთხშაბათს, 30 სექტემბერს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ეს გადაწყვეტილება შსს–ს ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების შემდეგ მიიღეს. ერთ–ერთ ვიდეორგოლში ჩანს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა არაფხიზელ მდგომარეობაში ზის საჭესთან, მაგრამ სასჯელს თავს სპეცსაშვის მეშვეობით არიდებს.

"რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმად, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ და განადგურდება", – განაცხადა მღებრიშვილმა.

სპეციალური საშვების შესახებ ახალი ბრძანება რამდენიმე დღეში გამოიცემა და  მათი გაცემის, ამოღებისა და განადგურების წესები ბევრად უფრო გამკაცრდება, განაცხადა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0