საქართველოს ხელისუფლება ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნებას განაგრძობს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძოდ, ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ ძვირადღირებული ავტომობილები: Range Rover, Chrysler, Hyunday Sonata, Mercedes Benz ML 350 და ასევე ორი Volkswagen.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ექვსი მანქანა კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში, რომელიც 21 ივლისს გავრცელდა. 

კერძოდ, ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ ძვირადღირებული ავტომობილები: Range Rover, Chrysler, Hyunday Sonata, Mercedes Benz ML 350 და ასევე  ორი Volkswagen.

რაც შეეხება სოფელ დიღომში არსებულ 1020 კვმ მიწის ნაკვეთს, კანონიერი მფლობელი მას ოდნავ მოგვიანებით მიიღებს. მანამდე პრივატიზაციის პროცესია დასასრულებელი. 

გამოძიების მონაცემებით, შსს-სა და პროკურატურის ყოფილმა თანამდებობის პირებმა, აიძულეს ამა თუ იმ ბრალდებით დაკავებული პირების ოჯახების წევრები, პირადი საკუთრება სხვადასხვა უწყებებისთვის გადაეფორმებინათ. ამის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და ბრალდებულთა გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.  

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო დეპარტამენტმა ფუნქციონირება 4 მარტს დაიწყო. მას შემდეგ მან დაახლოებით ათასი საჩივარი განიხილა და 118 სისხლის სამართლის საქმე გამოიძია. 


ყველა ახალი ამბავი
0