მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყველაზე მეტ ლტოლვილს გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი მიიღებენ

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშივითარება სირიაში
ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა ივნისში უარყვეს ევროკომისიის წინადადება აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების გადასახლებისა და განთავსების კვოტირებაზე. მაგრამ გუშინ ევროკავშირმა საკუთარ თავზე აიღო ლტოლვილების ევროპაში გადასახლების ვალდებულება.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი დათანხმდნენ,  მიიღონ მესამე ქვეყნებიდან ლტოლვილების „ლომის წილი“ — 54 ათასზე მეტი მიგრანტი. ამგვარად, გერმანია მიიღებს ლტოლვილთა 21,91%-ს, საფრანგეთი — 16,88%-ს, ესპანეთი კი — 10,72%-ს. ამის შესახებ იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Le Soir-ის ელექტრონულ ვერსიაზე დაყრდნობით.  

გუშინ ევროკავშირის შს მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში გადაწყდა, რომ 28 ქვეყნიდან 23, საკუთარ თავზე აიღებს საბერძნეთსა და იტალიაში ჩასული 32 ათასზე მეტი მიგრანტისა და  კიდევ სირიის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან 22,5 ათასი ლტოლვილის ევროპაში გადასახლების ვალდებულებას, რაც საერთო ჯამში 54 ათას 760 ადამიანს შეადგენს.

ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა ივნისში უარყვეს ევროკომისიის წინადადება აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების გადასახლებისა და განთავსების კვოტირებაზე და შს მინისტრებს, ივლისის ბოლომდე, ნებაყოფლობით საფუძველზე, შესაბამისი სქემის მომზადება დაავალეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0