22:06 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
კანადელი პიანისტი და მომღერალი დაიანა კროლი

შემდგომაზე თბილისში ჯაზის ვარსკვლავი დაიანა კროლი ჩამოდის

© Sputnik/ Юрий Абрамочкин
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
7801

დაიანა კროლი საქართველოში თბილისის მე-18 ჯაზის ფესტივალის ფარგლებში ჩამოვა. ფესტივალს ტრადიციულად კომპანია Eastern Promotions ატარებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მსოფლიო ჯაზის ლეგენდა, კანადელი მომღერალი დაიანა კროლი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 23 ოქტომბერს გამოვა, ნათქვამია მომღერლის ოფიციალურ საიტზე. 

დაიანა კროლი საქართველოში თბილისის მე-18 ჯაზის ფესტივალის ფარგლებში ჩამოვა. ფესტივალს ტრადიციულად კომპანია Eastern Promotions ატარებს. ბილეთების გაყიდვა 17 აგვისტოდან დაიწყება.

დაიანა კროლის შემოქმედებითი გზა მუსიკაში დიდი წარმატებებით არის აღბეჭდილი.  1993 წელს კროლმა სადებიუტო ალბომი Stepping Out გამოუშვა. 

2000 წელს ალბომმა When I Look in Your Eyes, ნომინაციაში საუკეთესო ჯაზური ვოკალი, „გრემი“ მიიღო. ის ბოლო 25 წლის განმავლობაში წლის ალბომის ნომინაციაზე წარდგენილ პირველ დისკად იქცა, რომელიც  წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა ავტორიტეტული ჯაზური ჩარტის Billboard-ის უმაღლეს საფეხურს. 

2002 წელს The Look of Love აშშ-ში №1 ბესტსელერად იქცა, ხოლო კანადაში ხუთჯერ გახდა პლატინისა.  

კროლის საკონცერტო დისკმა Live in Paris 2003 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ჯაზური ვოკალური ალბომი“. 

კანადელმა მომღერალმა არა მხოლოდ პუბლიკის სიყვარული, არამედ სახელოვან კოლეგებს შორის უდიდესი ავტორიტეტიც მოიპოვა. 


მთავარი თემები