20:52 20 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ოკეანის ყურე

სამხრეთ სუდანში ქოლერის ეპიდემიას 39 ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik/ Юрий Сомов
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
101

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სამხრეთ სუდანში ქოლერის 1212 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 39 სასიკვდილო აღმოჩნდა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სამხრეთ სუდანში ივნისში დაწყებულ ქოლერის ეპიდემიას უკვე 39 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სამხრეთ სუდანში ქოლერის 1212 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 39 სასიკვდილო აღმოჩნდა. ცოტა ხნით ადრე 29 გარდაცვლილზე საუბრობდნენ. 

როგორც რუსული საინფორმაციო საააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 23 ივნისს განაცხადა ქოლერის ეპიდემიის აფეთქების შესახებ. იმ დროისთვის დაავადების შედეგად უკვე 18 ადამიანი იყო გარდაცვლილი.   

ეპიდემია, სავარაუდოდ, დედაქალაქ ჯუბეში განთავსებულ გაეროს ბანაკებში დაიწყო, სადაც სამოქალაქო ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული 166 ათასი პირი ცხოვრობს.   

გასულ წელს სამხრეთ სუდანში ქოლერის ეპიდემიის შედეგად 167 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. 

სამხრეთ სუდანში დღეისათვის არასტაბილური მდგომარეობაა. 2013 წლის ბოლოს,  მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა სალვა კიირმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, ჯუბეში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში  ამბოხებულთა ლიდერი რიეკ მაშარი დაადანაშაულა. კონფლიქტს მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 2011 წელს სუდანისგან გამოყოფილი სამხრეთი სუდანი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. 


მთავარი თემები