ღარიბაშვილი: მთავარია არ დავუშვათ სიტუაციის გართულება

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვითარება ადმინისტრაციულ საზღვართან 10 ივლისს მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხურვალთთან და ორჭოსანთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გამოჩნდა წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო აცხადებს, ბანერები რუსმა სამხედროებმა აღმართეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მთავარია პროვოკაციებს არ წამოვეგოთ და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება არ დავძაბოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 21 ივლისს. ვითარება ადმინისტრაციულ საზღვართან 10 ივლისს მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხურვალთთან და ორჭოსანთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გამოჩნდა წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო აცხადებს, ბანერები რუსმა სამხედროებმა აღმართეს.

„ეს პროვოკაციაა, რომელზეც ქართული მხარის რეაგირება მტკიცე,  პრინციპული და მშვიდობიანი იყო. და ჩვენი საერთო ინტერესიც სწორად ესაა — არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და არავის მივცეთ  ვითარების ესკალაციის საბაბი“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ კონტექსტში ქვეყნის პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის მნიშვნელობას.

„ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რათა ვითარება კონტროლიდან არ გამოვიდეს“, — აღნიშნა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ღარიბაშვილთან ერთად გმართულ ბრიფინგზე.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში  ევროსაბჭოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს.  ვიზიტის პირველ დღეს ტუსკმა გვირგვინით შეამკო გმირთა მოედანზე საქართველოს ტრიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. დონალდ ტუსკი სამშაბათს, 21 ივლისს  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ნადარბაზევს ეწვია და ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0