ტაჯიკეთში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Ратушенко / გადასვლა მედიაბანკშიქალაქის ხედი
ქალაქის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაჯიკეთის სხვადასხვა რაიონში მოვარდნილმა ღვარცოფმა ასობით საცხოვრებელი სახლის ნგრევა, ხიდების, ავტოტრანსპორტის და ასევე რაიონების ინფრასტურქტურის დაზიანება გამოიწვია. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 50 მლნ აშშ დოლარზე მეტია.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც ტაჯიკეთის სხვადასხვა რაიონს ორშაბათს ღამით დაატყდა თავს, შვიდამდე გაიზარდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტაჯიკეთის აღმოსავლეთით, მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციის მონაცემებით, ვანჩის რაიონში დაღუპულთა რიცხვმა უკვე ექვსს მიაღწია, დანგრეულია ინფრასტრუქტურა. 

პირველი ღვარცოფი ხოროგ-დუშანბეს საავტომობილო გზის 450-ე კილომეტრზე მოვარდა და დასახლება დაშტაკში ერთი ხიდი დაანგრია, მეორედ მოვარდნილმა ღვარცოფმა კი დროებითი ხიდი წაიღო, რომელსაც აღდგენითი სამუშაოები უტარდებოდა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა ერთი მძღოლი. 

”ვანჩის რაიონის ჯოვიდონის დასახლებაში ღვარცოფმა მანქანა წაიღო, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. დაინგრა 50-ზე მეტი სახლი. ამჟამად დატბორვის საშიშროება კიდევ რამდენიმე  საცხოვრებელ სახლს ემუქრება“, – განაცხადა ასაგენტოსთან საუბრისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

რაშტის რაიონის ბედაკის დასახლებაში სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დანგრეული, ასევე განადგურებულია გზის დაახლოებით 10 კილომეტრი. ”სამძებრო სამუშაოების დროს ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ”, — განაცხადა რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტის პრეს-სამსახურის უფროსმა ორიფ ნოზიმოვმა.

ორშაბათის მონაცემებით, ტაჯიკეთის მთიან რაიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკას ბოლო ერთ კვირაში 50 მლნ აშშ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა. რესპუბლიკის მთავრობამ დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

სტიქიური უბედურება ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებებმა გამოიწვია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ორკვირიანი სიცხის შემდეგ ბოლო ორ დღეღამეში ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, თუმცა 24-26 ივლისს ქვეყანაში კვლავ ცხელ დღეებს ელოდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0