მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკოს კვლავინდებურად სურს ზღულაძის პოლიციის ხელმძღვანელად ხილვა

© https://www.facebook.com/ეკა ზღულაძე
ეკა ზღულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლო დანიშვნის თაობაზე პასუხის გასაცემად ჯერ მზად არ არის. ამჟამად ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა და შსს-ს რეფორმირებით, კერძოდ, უკრაინაში პოლიციის დანერგვითაა დაკავებული.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კვლავინდებურად სურს უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელად საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ეკა ზღულაძის ხილვა და ამისთვის „მხოლოდ მისი დათანხმებაა საჭირო“. თავად ზღულაძემ განაცხადა, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის.

„ერთი თვის წინ პირდაპირ ვთქვი, რომ ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე ეკა ზღულაძეს ვხედავდი… ჩემს მოსაზრებას იზიარებენ პრემიერი არსენი იაცენიუკი და შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი… ისღა დაგვრჩენია, რომ თავად ზღულაძე დავითანხმოთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა უკრაინის შსს-ს კოლეგიის სხდომაზე.

თავად ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლო დანიშვნის თაობაზე პასუხის გასაცემად ჯერ მზად არ არის. „ჯერ არ ვარ მზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ვისურვებდი, რომ მეტი კანდიდატურა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ ადამიანებიო, ვისაც ჩემზე  მეტი აქვს გაკეთებული“, — თქვა მან. 

ამჟამად ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა და შსს-ს რეფორმირებით, კერძოდ, უკრაინაში პოლიციის დანერგვითაა დაკავებული.

უკრაინის პარლამენტმა 2 ივლისს მიიღო კანონი ეროვნული პოლიციის შესახებ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან რეფორმირებას ითვალისწინებს, რამაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიციის შექმნას უნდა დაუდოს საფუძველი და მისი თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდა უზრუნველყოს.

ახალი პოლიცია ეტაპობრივად შეიქმნება. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით საპატრულო პოლიციის შექმნაა, რომელიც სახელმწიფო ავტოინსპექციასაც ჩაანაცვლებს. ახალმა საპატრულო პოლიციამ კიევში ფუნქციონირება 4 ივლისს დაიწყო. ასეთი პატრულის შექმნა წლის ბოლომდე სხვა მსხვილ ქალაქებშიც იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0