დღეს – ღიმილის მსოფლიო დღეა

გამოწერა
ღიმილის მსოფლიო დღე 1999 წელს დაწესდა. ჰარვი ბელიმ დააფუძნა „ღიმილის მსოფლიო კორპორაცია“ გამოვიდა წინადადებით, ყოველი წლის ოქტომბრის პარასკევს, აღინიშნოს ღიმილის დღე.

თბილისი, 1 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. ღიმილის მსოფლიო დღე (World Smile Day) ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის პირველ პარასკევს. წელს ეს დღე პირველ ოქტომბერს დაემთხვა.

ამ დღესსასწაულის არსებობას მსოფლიო უნდა უმადლოდეს მხატვარს ჰარვი ბელს (Harvey Ball). მე–20 საუკუნის შუაში ის ამერიკაში ცხოვრობდა. მისი შემოქმედეა არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან. თუმცა ერთხელ, 1963 წელს მას მიმართეს სადაზღვევო კომპანიის State Mutual Life Assurance Company of America წარმომადგენლებმა თხოვნით, მოიფიქროს რამე ნათელი და დამამახსოვრებელი ემბლება, კომპანიის სავიზიტო ბარათი. 

ჰარვის დიდ ხანს არ უფიქრია და დამკვეთებს შესთავაზა ის, რასაც დღეს ჩვენ „სმაილს“ ვუწოდებთ – გაღიმებული ყვითელი სახე. დამკვეთებმა ჩაიბარეს სამუშაო, გადაუხადეს ბელს 50 დოლარი, დაამზადეს სამკერდე ნიშნები ამ სახის გამოსახულებით და კომპანიის პერსონალს დაურიგეს. ასეთი „სავიზიტო ბარათის“ წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის კლიენეტები აღფრთოვანებულები იყვნენ ამ სიახლით და რამდენიემ თვეში ეს სამკერდე ნიშანი ათობით ათასობით ეგზემპლარად გამოვიდა. სულ მალე „გაღიმებული სახე“ გაჩნდა მაისურებზე, კონვერტებზე, საფოსტო ბარათებზე, ასანთის კოლოფებზე. აშშ–ის საფოსტო უწყებამ კი ამ გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოუშვა. 

ყოველდღიურ მოხმარების საგნად იქცა „სმაილი“, როდესაც მან ინტერნეტ––სივრცეში და სმს გზავნილებში გადაინაცვლა. 

ღიმილის მსოფლიო დღე 1999 წელს დაწესდა. ჰარვი ბელი, რომელმაც საკუთარი თავი ბედნიერების საერთაშორისო ელჩად დანიშნა და დააფუძნა „ღიმილის მსოფლიო კორპორაცია“ გამოვიდა წინადადებით, ყოველი წლის ოქტომბრის პარასკევს, აღინიშნოს ღიმილის დღე. 

ჰარვი ბელი 2001 წელს გარდაიცვალა. მან ეს დღესასწაული ჩაიფიქრა როგორც პროტესტი მისი გაღიმებული შემოქმედის კომერციალიზაციის წინააღმდეგ. 

თანხა, რომელის დაპატენტებული „სმაილიდან“ ჰერვი ბელის არაკომერციულ ფონდში შედის გამოიყენება საქველმოქმედო მიზნებისთვის. 

გაიღიმეთ ბატონებო!

ყველა ახალი ამბავი
0