სომხური არმიის რიგითი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

გამოწერა
„ვადიანი სამხედრო სამსახურის რიგითმა, 1991 წელს დაბადებულმა არტურ მხითარიანმა მიიღო სასიკვდილო ცეცხლსასროლი ჭრილობა, იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით“.

ერევანი, 26 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგითი უბედური შემთხევვის გამო დაიღუპა. შემთხვევა შაბათს სასაზღვრო ზონის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილის ერთ–ერთ საბრძოლო საგუშაგოზე მოხდა, იუწყება კვირას სააგენტო „ახალი ამბები – სომხეთი“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამმართველოზე დაყრდნობით.

„წინასწარი მონაცემების თანახმად, ვადიანი სამხედრო სამსახურის რიგითმა, 1991 წელს დაბადებულმა არტურ მხითარიანმა მიიღო სასიკვდილო ცეცხლსასროლი  ჭრილობა, იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0