სომხეთის მთავრობამ ”არმროსგაზპრომის” კაპიტალში სახელმწიფო წილის გაზრდა გადაწყვიტა

გამოწერა
აღნიშნული ქსელები შეძენილია და აღდგენილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ხოლო კომპანია ”არმროსტგაზპრომი” ამჟამად ამ ობიექტების ექსპლუატაციას უსასყიდლოდ ახორციელებს.

ერევანი, 24 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. პარასკევს გამართულ სხდომაზე სომხეთის მთავრობამ კომპანია ”არმროსგაზპრომის” საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის 5,6 მლრდ დრამით ($15,4 მლნ) გაზრდა გადაწყვიტა, იუწყება სააგენტო ”არკა”.

როგორც მთავრობის სხდომაზე სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მაოდგილემ ლევონ შახვერდიანმა განაცხადა, წილი უნდა გაიზარდოს კომპანიის საწესდებო კაპიტალში 76 გაზგამანაწილებელი ქსელების ჩართვის ხარჯზე, რომელთა ღირებულება 5,6 მლრდ დრამი ღირს და რომელიც 2008-2010 წლებში რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიძინა და აღადგინა.

მისი თქმით, აღნიშნული ქსელები შეძენილია და აღდგენილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ხოლო კომპანია ”არმროსტგაზპრომი” ამჟამად ამ ობიექტების ექსპლუატაციას უსასყიდლოდ ახორციელებს.

როგორც შახვერდიანმა განმარტა, კაპიტალის გაზრდა ეტაპობრივად მოხდება და პირველი ეტაპის ფარგლებში გაიმართება გადასაცემი ობიექტების შეფასება.

1997 წელ შექმნილი დახურული სააქციო საზოგადოება ”არმროსგაზპრომი”სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებასა და განაწილებაზე მონოპოლურ უფლებას იყენებს. გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდება.

ბოლო დრომდე აქციათა 80% ღია სააქციო საზოგაოება ”გაზპრომს” ეკუთვნოდა, ხოლო 20% - სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

ყველა ახალი ამბავი
0