მექსიკა აზერბაიჯანში საელჩოს გახსნას გეგმავს

გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თემები და საკითხები, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთ ინტერესს, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

ბაქო, 22 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. მომავალ წელს მექსიკა აზერბაიჯანში თავისი საელჩოს გახსნას გეგმავს, იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური მექსიკისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების - პატრიცია ესპინოსას და ელმარ მამედიაროვის შეხვედრის შედეგების საფუძველზე.

შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

”2009 წელს მექსიკაში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის შემდეგ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით, ასევე ურთიერთვიზიტების რეალიზაციის საკითხში”, - განაცხადა ესპინოსამ და დაადასტურა, რომ მექსიკა მომავალ წელს საკუთარ დიპლომატიურ მისიას გახსნის აზერბაიჯანში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თემები და საკითხები, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთ ინტერესს, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები  - აზერბაიჯანი”.

ყველა ახალი ამბავი
0