16:11 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

მსოფლიო რეიტინგში ქართველი რაგბისტები კვლავ მე–17 ადგილს ინარჩუნებენ

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1101

ქართული გუნდის რეიტინგში „დაწევის“ მიზეზი გახდა რუმინეთის დედაქალაქში ნამიბიის ნაკრებთან შეხვედრაში მარცხი, როდესაც საქართველოს ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა.

თბილისი, 14 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტირებამდე კვლავ მე–17 ადგილზე რჩება მსოფლიო რეიტინგში, რომელიც რაგბის საერთაშორისო კავშირმა გამოაქვეყნა (IRB).

 

ქართული გუნდის რეიტინგში „დაწევის“ მიზეზი გახდა რუმინეთის დედაქალაქში ნამიბიის ნაკრებთან შეხვედრაში მარცხი, როდესაც საქართველოს ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა.  

ქართული რაგბის გააქტიურება ნოემბერშია მოსალოდნელი, როდესაც თბილისში აშშ–სა და კანადის ეროვნული ნაკრები გუნდები ჩამოვლენ. პირველი მათგანი 20 ნოემბერს ჩამოვა, ხოლო მეორე – ერთი კვირის შემდეგ. წარმატებული შედეგების შემთხვევაში ეს შეხვედრები ქართველ რაგბისტებს IRB–ის ცხრილში პოზიციის გაუმჯობესების საშაულებას მისცემს.

IRB–ის ახალი რეიტინგი 14 სექტემბერის მონაცემებით (საუკეთესო 30 გუნდი).

1. ახალი ზელანდია - 94,77

2. ავსტარლია - 85,56

3. სამხრეთ აფრიკა - 85,22

4. საფრანგეთი - 82,75

5. ირლანდია - 82,03

6. ინგლისი - 81,82

7. შოტლანდია - 79,81

8. არგენტინა - 79,70

9. უელსი - 78,58

10. ფიჯი - 74,39

11. იტალია - 72,97

12. სამოა - 72,74

13. იაპონია - 72,49

14. კანადა - 69,43

15. აშშ - 67,86

16. ტონგა - 67,06

17. საქართველო - 66,38

18. რუსეთი - 65,80

19. რუმინეთი - 65,10

20. ნამიბია - 62,69

21. ურუგვაი - 61,38

22. პორტუგალია - 61,27

23. ესპანეთი - 57,70

24. ჩილი - 56,97

25. მაროკო - 56,11

26. ბელგია - 55,36

27. ყაზახეთი - 55,20

28. ბრაზილია - 54,56

29. უკრაინა - 54,35

30. გერმანია - 53,22

 

მთავარი თემები