თურქეთში კალათბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

გამოწერა
ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულ გუნდში გახდა სიმას იასაიტისი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. არგენტინის ნაკრებს 25 ქულა შესძინა კარლოს დელფინომ.

თბილისი, 10 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. კალათბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – გაირკვა ყველა ნახევარფინალისტი.

ლიტვის ნაკრები მეოთხე გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონის მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს: მეოთხედფინალურ მატჩში მან არგენტინის ნაკრებს ანგარიშით 104:85 სძლია.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულ გუნდში გახდა სიმას იასაიტისი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. არგენტინის ნაკრებს 25 ქულა შესძინა კარლოს დელფინომ.

ლიტვის ნაკრებს ნახევარფინალში აშშ–ის ნაკრების კალათბურთელებთან მოუწევთ შეხვედრა. გუშინ ამერიკელებმა ანგარიშით 89:79 რუსეთის ნაკრებს სძლიეს. რომელსაც ამჟამად მეხუთე–მერვე ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა.

ასევე ფინალში გასვლას გაარკვევენ თურქეთისა და სერბეთის ეროვნული გუნდები.

ორივე ნახევარფინალი 11 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0