03:29 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

ციურიხის უნივერსიადაზე ქართველ მოჭადრაკეს გამარჯვების შანსი გაუჩნდა

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

გურამიშვილმა (2343) ყაიმით დაასრულა შეხვედრა შვეიცარიელ მონიკა სეპსთან (2184), მეექვსე ტურში იუდიტ ფუხსზე (2237) გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკემ 4,5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება ლიდერს.

თბილისი, 10 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო უნივერსიადაზე, ექვსი ტურის შემდეგ სოფიკო გურამიშვილი და თამარ წერეთელი განაგრძობენ ჯგუფში ლიდერობას.

მეხუთე ტურში გურამიშვილმა (2343)  ყაიმით დაასრულა შეხვედრა შვეიცარიელ მონიკა სეპსთან (2184), მეექვსე ტურში იუდიტ ფუხსზე (2237) გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკემ 4,5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება ლიდერს – სერბ ლილია დრლევიჩს.

მეშვიდე ტურში გურამიშვილს დრლევიჩთან შეხვედრა მოუწევს, სადაც ქართველი მოჭადრაკე თეთრებით ითამაშებს.

ლიდერების სიახლოვეს იმყოფება ქართული გუნდის მეორე წარმომადგენელიც – თამარ წერეთელი (2384), რომელიც ოთხი ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ნომრად ირიცხება. ბოლო ოთხი პარტია წერეთელმა ყაიმით დაასრულა, მათ შორის რუს ზოია სევერიუხინასთან (2313) და აშშ–ის სახელით მოასპარაზე ალისა მელიხინასთან (2273). 

მეშვიდე ტურში წერეთელს მონღოლელ დულამსურენ იანინდულთან (2212) შეხვედრა მოუწევს.

მამაკაცთა ტურნირში ქართველთა გუნდში საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით ავით ბენიძემ (2504) აჩვენა – 4,5 ქულით ის მეოთხე ადგილზეა. ბოლო ორ ტურში მან ჰოლანდიელი როელანდ პრუისერი (2483) დაამარცხა და ყაიმით დაასრულა შეხვედრა ისრაელის წარმოამდგენელ ილია ხმელნიკერთან (2483).

ბენიძის მომდევნო მეტოქე სერბი დუშან პოპოვიჩია (2565), რომლის აქტივშიც 4 ქულაა.

ოთხი ქულით მე–15 ადგილზე გადმოინაცვლა მალხაზ სულაშვილმა (2500), რომელმაც ჰოლანდიელი სტეფან კუიპერსი (2370) დაამარცხა და ყაიმით დაასრულა შეხვედრა ირანელ პეიმან მოხაჯერინთან (2366). მისი მომდევნო მეტოქე რუსი პაველ პანკრატოვია (2592).

სატურნირო ცხრილს წინ მიუძღვის ჩინელი იუე ვანგი (2732), რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი გააჩნია მა ტურნირში. მან მხოლოდ ერთი პარტია დაასრულა ყაიმით , დანარჩენებში კი გაიმარჯვა, მათ შორის, მესამე ტურში, მან შავი ფიგურებით ბენიძეს სძლია. 

მთავარი თემები