საქართველოს მთავრობა ყაზბეგის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მიმართა პრეზიდენტს და მას ყაზბეგის რაიონზე ყურადღების გამახვილება სთხოვა, სადაც, მისი განცხადებით, აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

 

თბილისი, 10 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან ერთად ყაზბეგის რაიონს ეწვია და მოსახლეობას რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონის განვითარების გეგმები გააცნო.

ქართულ–რუსულ საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე არსებული ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი „ყაზბეგი – ზემო ლარსი“ რუსეთსა და საქართველოს საზღვარზე მიმდინარე წლის 1 მარტს გაიხსნა. 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რეგიონში 2,5 –ჯერ მეტი ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე გასულ წელს.

„ყაზბეგში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აქ ვითარდება ტურიზმი და ეს გარკვეული გირაოა იმისა, რომ აქ განვითარდება სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ლარსი სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ რეგიონი „მეტნაკლებად“ გამოცოცხლდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშენდება საავტომობილო გზები, სასტუმროები და იგეგმება საბავშვ ბანაკის გახსნაც. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მიმართა პრეზიდენტს და მას ყაზბეგის რაიონზე ყურადღების გამახვილება სთხოვა, სადაც, მისი განცხადებით, აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0