პროექტ Nabucco–ს მონაწილეებმა მისი ღირებულების განსაზღვრა დაიწყეს

გამოწერა
ღირებულების განსაზღვრის პროცესი აუცილებელი პირობაა 4 მლრდ ევროს ღირებულების პროექტის დასაფინასებლად. დასკვნითი თავდებითი წერილი განსაზღვრავს ყოველი მხარი მონაწილეობის ხარისხს გაზსადენი Nabucco–ს პროექტის რეალიზაციაში, მისი დაფინანსების პირობების ჩათვლით.

ბაქო, 9 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. კომპანია Nabucco–ს („ნაბუკო“) აქციონერებმა ხელი მოაწერეს თავდებობით წერილს და ამით პროექტის ღირებულების განსაზღვრას შეუდგნენ, ნათქვამია გაზსადენის პროექტის ოპერატორის – NGPI–ის მიერ გავრცელებულ მასალებში, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო „ტურანი“.

კომპანიის აქციონერები არიან Gas Pipeline International GmbH (NGPI - გაზსადენის Nabucco პროექტის ოპერატორი), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. 

როგორც მასალებშია აღნიშნული, ღირებულების განსაზღვრის პროცესი აუცილებელი პირობაა 4 მლრდ ევროს ღირებულების პროექტის დასაფინასებლად. ამასთან, 2 მლრდ ევრომდე გამოყოფს ევროპის საინვესტიციო ბანკი, კიდევ 1,2 მილიარდ ევროს მიღებას პროექტის ოპერატორი EBRD–ისგან ვარაუდობს, საიდანაც ნახევარს თვითონ ორგანიზაცია წარადგენს, ხოლო 600 მლნ ევროს რიგი კომერცული ბანკების სინდიცირებული ვალის სახით. დარჩენილ 800 მლნ ევროს პროექტის ოპერატორი საერთაშორისო საფინასო კორპორაციისგან მიიღებს (აგრეთვე 400 მლნ ევროს კორპორაციისგან, ხოლო დარჩენილ 400 მლნ ევროს სინდიცირებული კრედიტის სახით).

დასკვნითი თავდებითი წერილი განსაზღვრავს ყოველი მხარი მონაწილეობის ხარისხს გაზსადენი Nabucco–ს პროექტის რეალიზაციაში, მისი დაფინანსების პირობების ჩათვლით. აღნიშნული დოკუმენტი აუცილებელია შესაფასებელი სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინ. ამასთან, პოტენციური კრედიტორებისგან ვალდებულებების მიღება უკვე 2011 წელს იგეგმება.

თავის მხრივ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე NGPI–ს აღმასრულებელმა დირექტორმა რაინჰარდ მიჩეკმა განაცხადა, რომ Nabucco–ს მშენებლობა 2012 წლამდე არ დაიწყება, ხოლო გაზსადენის მწყობრში მოყვანა 2015 წლისთვის იგეგმება, იუწყება სააგენტო Bloomberg–ი. მანამდე გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2011 წელს იგეგმებოდა, ხოლო მისი ექსპლუატაციაში შესვლა – 2014 წელს.

პროექტ Nabucco–ს მონაწილეები არიან OMV Gas GmbH (ავსტრია), BOTAS (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი), RWE (გერმანია). ყოველი მონაწილე თანაბარ წილს – 16,67%–ს ფლობს 

პროექტი Nabucco განსაზღვრავს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ევროპულ ქვეყნებში რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთის და ასვტრიის ტერიტორიების გავლით. ის გათვალისწინებულია ყოველწლიურად 31 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებაზე, რაც 2020 წელს ევროკავშირის გაზის საერთო მოთხოვნილების არა უმეტეს 5%–ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0