ერევანში იხსნება ანიმაციის ფესტივალი ReAnimania

გამოწერა
ჟიურის შემადგენლობაში შედიან ბრაზილიის ანიმაციური ასოციაციის პრეზიდენტი მარტა მაჩადო, ცნობილი ფრანგი რეჟისორი სერჟ ავეტიკიანი და სომხეთში მცხოვრები სერბი მხატვარი ივანა კრჩაგინაცი.

ერევანი, 9 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ერევანში 9–13 სექტემბერს გაიმართება მეორე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ReAnimania, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ევროპელი ანიმატორები. ფესტივალს გახსნის ფრანგი რეჟისორის სილვენ შომეს ფილმი „ილუზიონისტი“ , – იუწყება სააგენტო „ახალი ამბები – სომხეთი“.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანიმატორები 45 ქვეყნიდან, მათ შორის ჩეხეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, სირიიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, ნიდერლანდებიდან – 10–ზე მეტი ქვეყნიდან ვიდრე გასულ წელს. სულ წელს კინოფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 400 განაცხადია შესული, 263 საკონკურსო ფილმის ჩათვლით

„მიმდინარე წელს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ფესტივალის ფარგლებში რეტროსპექტური პროგრამის და პრემიერების პროგრამის გარდა, ნაჩვენები უნდა იყოს ანიმაციური ფილმები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე ანიმაციაში. მეტიც, ეს უნდ აიყოს ახალი ფილმები“, –ფესტივალის დამფუძნებლის ვრეჟ კასუნის სიტყვების ციტირებას ახდენს სააგენტო. მაგალითად, გახსნაზე წარმოდგენილი ფილმი „ილუზიონისტი“ მიმდინარე წელს იქნა გადაღებული. 

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება კიდევ ორი ფრანგული ანიმაციური ფილმი – „ტრიო ბელვილიადან“, ასევე შომეს მიერ გადაღებული, პრემიერების პროგრამაში ფილმი „კერიტი“ – საბავშვო პროგრამის ფარგლებში. სომხური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის სერჟ ავედიკიანის ანიმაციური ფილმი „მყეფავი კუნძული“, რომელიც ავტორის დაჟინებით არასაკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები, შეიძლება ჩაითვალოს სომხურ–ფრანგული თანამშრომლოობის სიმბოლოდ, გადმოსცემს სააგენტო სომხეთში საფრანგეთის საელჩოს კულტურის საქმეთა მრჩევლის ჟან–პოლ მარტენის სიტყვებს.

ანიმაციის სფეროში ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი იოჰანეს უოკერსი ფესტვალის ფარგლებში მასტერ–კლასს ჩაატარებს, განუცხადა სააგენტოს გერმანიის საელჩოს კულტურის განყოფილების უფროსმა კრისტოფ ბროინიგმა.

ფესტივალში მონაწილე ფილმებს ჟიური შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს: „სრულმეტრაჟიანი კინო“, „მოკლემეტრაჟიანი კინო“, „საბავშვო პროგრამა“, „სადებიუტო კინო“, „სადიპლომო ნახატები“, „სატელევიზიო პროგრამა“, „საუკეთესო სოციალური ანიმაციური ფილმი“ და „ხმის საუკეთესო გაფორმება“.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან ბრაზილიის ანიმაციური ასოციაციის პრეზიდენტი მარტა მაჩადო, ცნობილი ფრანგი რეჟისორი სერჟ ავეტიკიანი და სომხეთში მცხოვრები სერბი მხატვარი ივანა კრჩაგინაცი. 

ყველა ახალი ამბავი
0