00:54 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

საქართველოს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ეწვევა აშშ–ის საელჩო

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

საელჩოში აღნიშნეს, რომ ეს გეგმიური სამუშაო ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც კაიდანოვი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კაიდანოვი (Tina Kaidanow) ეწვევა, განუცხადა ოთხშაბათს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს აშშ–ის საელჩოს პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა შალვა ბიბილაშვილმა. 

საელჩოში აღნიშნეს, რომ ეს გეგმიური სამუშაო ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც კაიდანოვი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

მომავალი ვიზიტის პროგრამის დეტალები პრესისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოში კაიდანოვის ბოლო ვიზიტი მიმდინარე წლის მაისში შედგა.

მთავარი თემები