მთავარია, რომ რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებათა ერთ მაგიდასთან ისხდნენ – სტუბი

გამოწერა
„მთვარია, რომ რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან ისხდნენ... საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი რთულია და მის დარეგულირებას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად დროა საჭირო, ამ ეტაპზე მთავარია, რომ მოსკოვი და თბილისი მოლაპარაკებათა ერთ მაგიდასთან ისხდნენ – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა (Аlexsander Stubb), რომელიც ოთხშაბათს დილით თბილისს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხევდრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტუბმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოწვეული ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა აღნიშნა. 

„მე – ჟენევის მოლაპარაკებების მომხრე ვარ და ფინეთის წვლილი ამ მოლაპარაკებებში დიდია, რადგან ჩვენი წარმომადგენელი ანტი ტურუნენი ამ მოლაპარაკებებზე გაეროს წარმოადგენს“, – განაცხადა სტუბმა. 

„მთვარია, რომ რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან ისხდნენ... საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი რთულია და მის დარეგულირებას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მისი თქმით, სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტის გადაჭრას – საქართველოს ეკონომიკური მოდერნიზაცია და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოებაა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0