03:36 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

იტალიურ ბიელაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირში ჩახნაშვილმა ქვაცაბაიას „აწყენინა“

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

გამარჯვების შემთხვევაში ჩახნაშვილს უკვე ძირითად ბადეში ასპარეზობა მოუწევს რომელიმე ამ ჩოგბურთელებიდან – ესპანელ კარლა სუარეს–ნავაროსთან, პოლონელ მარტა დომახოვსკასთან ან იტალიელ ანა ფლორისთან და ტატიანა გარბინთან.

თბილისი, 7 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. იტალიის ქალაქ ბიელაში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარა: ამჟამად ძირითად ბადეში სათამაშოდ მას კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება.

მესამე ნომრად განთესილი ჩახნაშვილი პირველ რაუნდში ისვენებდა, მეორეში მას თანამემამულელ სოფო ქვაცაბაიასთან თამაში მოუწია, რომელიც ანგარიშით 6:3, 6:4 დაამარცხა.

შემდეგ ტურში ჩახნაშვილი ხორვატ იასმინ ტინჯიჩს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში მას უკვე ძირითად ბადეში ასპარეზობა მოუწევს რომელიმე ამ ჩოგბურთელებიდან – ესპანელ კარლა სუარეს–ნავაროსთან, პოლონელ მარტა დომახოვსკასთან ან იტალიელ ანა ფლორისთან და ტატიანა გარბინთან.

წყვილთა შეჯიბრში სოფო შაფათავა რუს მარინა შამაიკოსთან ერთად შეხვდებიან ანდრეა კლეპაცის და ორელი ვედის სლოვენურ–ფრანგულ დუეტს, ხოლო ჩახნაშვილი და დომახოვსკა – რუს ვალერია სავინიხის და ლიხტენშტეინელი სტეფანი ვოგტის წყვილს დაუპირისპირდებიან.

ბიელაში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათას დოლარს შეადგენს.

მთავარი თემები