ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების აქტიურობის იმედი აქვთ

გამოწერა
თანათავმჯდომარეები 6–10 სექტემბერს ბაქოს, ერევანს და მთიან ყარაბაღს ეწვევიან, რათა განიხილონ დამატებითი ზომები, რომელიც აუცილებელია ცეცხლის შეწყეტის რეჟიმის გასამტკიცებლად, და კომპრომისის სახით მოლაპარაკებების ხელშეწყობისთის.

ერევანი, 6 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი რუსეთიდან,ბერნარ ფასიე საფრანგეთიდან და რობერტ ბრადტკე აშშ–დან –  ეუთოს სამიტამდე დარჩენილ უახლოეს თვეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების განსაკუთრებულ აქტიურობას იმედოვნებენ, ნათქვამია მინსკის ჯგუფის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ორშაბათს ეუთოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვენყდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანათავმჯდომარეები 6–10 სექტემბერს ბაქოს, ერევანს და მთიან ყარაბაღს ეწვევიან, რათა განიხილონ დამატებითი ზომები, რომელიც აუცილებელია ცეცხლის შეწყეტის რეჟიმის გასამტკიცებლად, და კომპრომისის სახით მოლაპარაკებების ხელშეწყობისთის, იუწყება „რია ნოვოსტი“.

სექტემბრის მესამე კვირაში თანათავმჯდომარეები ვაშინგტონში გაემგზავრებიან, შემდეგ ნიუ–იორკში, რათა მხარეებთან გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში იმუშაონ.

სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თანათავმჯდომარეები რეგიონში დაბრუნდებიან ადგილებზე სიტუაციის შეფასების მისიის განსახორციელებლად, ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაკონტროლებლად, და მანამდე მხარეებთან კონფლიქტის მოგვარების შესახებ წინასწარ შეთნხმებული პრინციპების განსახილველად. ამ ტერიტორიებზე პირველი საერთაშორისო მისიის თანათავმჯდომარეებს მეგზურობას გაუწევენ ასევე მრჩევლებისგან და ექსპერტებისგან შექმნილი ჯგუფი, მათ შორის დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენლები. დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნები ვენაში იქნება წარდგენილი. 

შემდეგ თანათავმჯდომარეები მოამზადებენ ყოველწლიურ მოხსენებას ეუთოს მუდმივი საბჭოს საქმიანობის შესახებ და აქტიურად იმუაშავებენ ეუთოს სამიტის მომზადებაზე, რომელიც ასტანაში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ ბოლო ინციდენტების საპასუხოდ, თანათავმჯდომარეები მკაცრად გმობენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას. სინანულს გამოთქვამენ ადამიანების დაღუპვის გამო, ასევე ახსენებენ მხარეებს ორი ქვეყნის მინისტრების მიერ ალმა–ატაში გაკეთბული განცხადების შესახებ, რომ ძალის გამოყენება მხოლოდ ართულებს სიტუაციას და იწვევს კონფლიქტის და მტრობის გაგრძელებას.

ყველა ახალი ამბავი
0