ქართველი კალათბურთელები ფინალში არიან

გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სერბი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 8 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 5 მოიგო და "С" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 6 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. FIBA Europe–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის – ლიტვის კალათბურთის ფედერაციის წინადადება და მონაწილეთა რაოდენობის შემადგენლობა 16–დან 24–მდე გაზარდა.  ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა უმაღლეს ევროპულ "А"  დივიზიონში და "С" ჯგუფში პირდაპირ (დამატებითი ტურნირის გარეშე) ჩართულია 2011 წლის ევროპის პირველობის ფინალური ნაწილის მონაწილეთა შემადგენლობაში.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია უკვე განთავსებულია FIBA Europe–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

გადაწყვეტილებას მხარი სტამბულში გამართულ FIBA Europe–ს საბჭოს სხდომის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა დაუჭირა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სერბი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 8 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 5 მოიგო, მათ შორის 2 სტუმრად – ბულგარეთში და პორტუგალიაში, და "С" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

როგორც სააგენტო „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს გუნდის მთვარმა მწრთნელმა განუცხადა, „ქართველი კალათბურთელების მონდომებამ სასურველი შედეგი გამოიღო, "А" დივიზიონის დებიუტანტებმა ყველას დაანახეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლიათ და მე მადლობას ვუხდი ბიჭებს მათი შრომისთვის, ვაჟკაცობისთვის“.

ყველა ახალი ამბავი
0