22:19 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

სომხეთმა და ირანმა თანამშრომლობა უნდა განავითარონ – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

რანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეხრ მოტაკიმ მოახდინა მნიშვნელოვანი პროგრესის კონსტატირება ირანსა და სომხეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაში და შესთავაზა სომხეთს წინსვლა ამ საკითხში.

ერევანი, 5 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეხრ მოტაკიმ მოახდინა მნიშვნელოვანი პროგრესის კონსტატირება ირანსა და სომხეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაში და შესთავაზა სომხეთს წინსვლა ამ საკითხში, ამასთან, მან შეიმუშავა თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და ხელსაყრელი ტარიფების შესახებ შეთანხმება.

ირანი და რუსეთი – სომხეთის ძირითადი პარტნიორები არიან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან მისი დაძაბული ურთიერთობების პირობებში.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არის ბევრი გამოუყენებლი შესაძლებლობა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი თანამშრომლობის გასაფართოებლად დღეს არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის შეთანხმების შემუშავება თავისუფალი ვაჭრობის ზონის და ხელსაყრელი ტარიფების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების სათანადო დონეზე აწევას“, – განაცხადა მოტაკიმ სომხური ინტერნეტ–პორტალ Panarmenian.net–ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

„საგარეო პოლიტიკაში ირანი დიდ ყურადღებას აქცევს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ კონტექსტში სომხეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – განაცხადა მან. 

 

ნავთობსადენი ირანი – სომხეთი

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება ირანი–სომხეთის ნავთობსადენის და ნავთობის ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არმენ მოვსისიანმა მანამდე განაცხადა, რომ 160–180 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობსადენის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. მისი ინფორმაციით, დაფინანსებას სომხეთი და ირანი თანაბრად გაიყოფენ, თუმცა, თავიდან პროექტის ღირებულებას სრულად დაფარავს ირანი, რომელსაც სომხეთი, თავის წილს გადაუხდის დივიდენტების მიღების თანახმად. 

 

რკინიგზა

მოტაკიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი ასევე მზად არის მონაწილეობა მიიღოს სომხეთში სარკინიგზო განშტოების მშენებლობაში, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს და ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო მაგისტრალის ნაწილი გახდება. შესაბამის მოლაპარაკებებს ერევანი და თეირანი უმაღლეს დონეზე უკვე აწარმოებენ.  

სომხეთი–ირანის რკინიგზის მშენებლობა, სავარაუდოდ, ოთხ–ხუთ წელიწადს დაიკავებს. წინასწარი გაანგარიშებით, მისი სიგრძე 470 კილომეტრს შეადგენს, აქედან 60 კილომეტრი ირანის ტერიტორიაზე გაივლის, 410 კი – სომხეთის ტერიტორიაზე. 

რკინიგზა სომხეთს ალტერნატიულ სატრანსპორტო გზას მისცემს. ამჟამად სომხეთის სარკინიგზო კომუნიკაციები უცხოურ ქვეყნებთან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. 

მთავარი თემები