ისრაელის სამშენებლო კომპანია Millennium Challenge Georgia–ს სასამართლოში უჩივის

გამოწერა
ისრაელის სამშენებლო კომპანია Ashtrom International Ltd სასამართლო წესით დაიცავს საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ფონდთან Millennium Challenge Georgia–სთან, რომელიც საქართველოს სამხრეთით, სომხეთთან და თურქეთთან მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონში ერთ–ერთი პროექტის გამო წარმოიშვა.

თბილისი, 5 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ისრაელის სამშენებლო კომპანია Ashtrom International Ltd სასამართლო წესით დაიცავს საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ფონდთან Millennium Challenge Georgia–სთან, რომელიც საქართველოს სამხრეთით, სომხეთთან და თურქეთთან მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონში ერთ–ერთი პროექტის გამო წარმოიშვა, იუწყება პორტალი IZRUS

ისრაელის სამშენებლო კომპანიამ Ashtrom International Ltd მიმართა თელ–ავივის საოლქო სასამართლოს თხოვნით, შეაჩეროს 8 მლნ შეკელის ოდენობის გარანტიების კონფისკაცია, რომელიც მან 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ფონდთან Millennium Challenge Georgia (MCG) კონტრაქტის გაფორმებისას მისცა.

2005 წლის სექტემბერში Millennium Challenge Account–ის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში აშშ–მა საქართველოს 295.3 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო, აქედან 102,2 მლნ ამ თანხიდან უნდა დახარჯულიყო სამცხე–ჯავახეთში 223 კილომეტრიან ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე. ეს რეგიონი საქართველოს სამხრეთით, სომხეთის და თურქეთის სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. ექსპერტთა შეფასებით, სამცხე–ჯავახეთში გზების რეკონსტრუქცია მიმართულია სომხეთთან მიმოსვლის გასაუმჯობესებლად, ხოლო მისი მეშვეობით – ირანთანაც.

2007 წლის ოქტომბერ–დეკემბერში სარეკონსტრუქციო სამუშაოების რეალიზაციაზე ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი (პროექტის საერთო ღირებულება – 203 მლნ დოლარია). კონკურსში მონაწილეობას იღებდა ექვსი კომპანია, მათ შორის ჩინელები, რუსები, თურქები და გერმანელები. 2008 წლის მარტში ფონდმა MCG–მ გამოაცხადა, რომ კომპანია Ashtrom International Ltd.–მ გაიმარჯვა სამცხე–ჯავახეთში ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის სამი მონაკვეთის რეკონსტრუქციის კონკურსში, რომლის საერთო სიგრძე თითქმის 120 კილომეტრია. MCG–მ ვალდებულება აიღო, გამოეყო ისრაელელებისთვის 65 მლნ დოლარი. კომპანია Ashtrom International Ltd.–მ მუშაობა 2008 წლის მაისში დაიწყო. 

2010 წლის აგვისტოში ქართულმა მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის კომპანია არ ასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს და ვერ დაასრულებს სამუშაოებს დათქმულ ვადაში. თითქოს და ამ მიზეზით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, Ashtrom International Ltd.–ის აღნიშნულიპროექტიდან გაყვანის შესახებ და მისი შეცვლა გერმანულ–ქართული კომპანიით Papenburg Black-C Group–ით. მეტიც, გამოცხადდა, რომ ისრაელის კომპანიის საქმიანობის შესწავლით შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო დეპარტამენტებიდაკავდებოდნენ. 

აგვისტოს ბოლოს ფონდმა MCG–მ მოახსენა Ashtrom International Ltd–ს საბანკო გარანტიების კონფისკაციის განხორციელების შესახებ, რომელიც პროექტის რეალიზაციისთვის იქნა გადახდილი. ასევე საჭიროებისამებრ გამოეყენებინა ისრაელის კომპანიის კუთვნილი ტექნიკა და მოწყობილობები, რომელიც სამუშაოების ადგილზე დარჩა. როგორც მანამდე ითქვა, კომპანიამ Ashtrom International Ltd მიმართა თელ–ავივის საოლქო სასამართლოს, თხოვნით, შეაჩეროს 8 მლნ შეკილის ოდენობის გარანტიების კონფისკაცია ქართული მხარის მიერ. გამოცემა „კალკალისტი“ აღნიშნავს, რომ შემდგომში კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარი ინტერესების დაცვას ქართველებთან კონფლიქტში სასამრთლო წესით აპირებს. 

ფონდმა MCG ისრაელის კომპანიის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია პრესისთვის.

წყარო: IZRUS

ყველა ახალი ამბავი
0