საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის 2012 წლის შესაჩევ ეტაპზე ფრედ დაასრულეს საბერძნეთთან შეხვედრა

გამოწერა
ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის შესაჩევი ეტაპის სასტარტო შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა და პირველი ქულაც მოიპოვა.

თბილისი, 4 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო, მურად ალაშვილი. ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის შესაჩევი ეტაპის სასტარტო შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან ფრედ, ანგარიშით 1:1  დაასრულა და პირველი ქულაც მოიპოვა.

სპეციალისტთა აზრით, ეს კარგი შედეგია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო შეხვედრისთვის, თუ გავითვალისწინებთ რომ შეხვედრა გასვლითი იყო და მეტოქე კი – მაღალრეიტინგული საბერძნეთის გუნდი.

მე–3 წუთზე ქართელბემა ანგარიში გახსნეს. მათ აქტიურობა გამოავლინეს მარცხენა ფლანგზე. დავით კვირკველიას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ალექსანდრე იაშვილი ერთი ერთზე აღმოჩნდა მეკარე მიხაილ სიფაკისთან და ბურთი კარებში გაიტანა – 1:0.

თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ლიდერობდა და დიდი მონდომების შემდეგ, ბერძნებმა ქართველებს შეცდომის დაშვება აიძულეს. 72–ე წუთზე ბერძნების შეტევა გოლით დაგგვირგვინდა და ანგარიში გათნაბრდა – 1:1.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, ამ ანგარიშით, საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ შეწყვიტა ბერძნებთნ ხუთჯერადი მარცხის სერია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და აძლიერებს რწმენას ფეხბურთის ისეთი სპეციალისტის შესაძლებლობებში, როგორიც თემურ ქეცბაიაა.

გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ:

საბერძნეთი - მიხაილის სიფაკისი (მეკარე), იურკას სეიტარიდისი (კოსტას მიტროგლუ, 71), ნიკოს სპიროპულოსი, გეორგიოს სამარისი (სოტირის ნინისი, 59), გეორგიოს კარაგუნისი (კაპიტანი), დიმიტრის სალპინგიდისი, ვასილის ტოროსიდისი, ტეოფანი გეკასი, სოკრატის პასტატოპულოსი, კონსტანტინოს კაცურანისი.

საქართველო - ნუკრი რევიშვილი (მეკარე), უჩა ლობჟანიძე, მალხაზ ასათიანი, კახა კალაძე (კაპიტანი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გოგიტა გოგუა (გიორგი მერაბაშვილი, 87), დავით კვირკველია, ალექსანდრე იაშვილი (ჯანო ანანიძე, 54) , ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (ნიკოლოზ გელაშვილი).

მატჩის არბიტრი კარლოს კლოს გამესი (ესპანეთი.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში "F" საქართველოსა და საბერძნეთის გარდა შედიან ხორვატია, ისრაელი, ლატვია და მალტა.

ჯგუფში შემავალმა დანარჩენმა გუნდებმა შემდეგი შედეგებით დაასრულეს შეხვედრები: ლატვია საკუთარ მოედანზე დამარცხდა ხორვატიასთან – 0:3, ისრაელმა სახლში მიიღო მალტის ნაკრები და ანგარიშით 3:1 სძლია მას. ამჟამად  "F" ჯგუფში გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ:

1.  ხორვატია      1 1 0 0 3:0 3

2. ისრაელი        1 1 0 0 3:1 3

3. საქართველო 1 0 1 0 1:1 1

4. საბერძნეთი   1 0 1 0 1:1 1

5. მალტა             1 0 0 1 1:3 0

6. ლატვია           1 0 0 1 0:3 0

შემდეგი შეხვედრები 7 სექტემბერს გაიმართება "F" ჯგუფში ერთმანეთს ხვდებიან: საქართველო–ისრაელი, მალტა – ლატვია, ხორვატია – საბერძნეთი. 

UEFA ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია სასტარტო ტურის ყველა თამაშის შედეგები: 

ჯგუფი А

ყაზახეთი - თურქეთი - 0:3,

ბელგია - გერმანია - 0:1;

 

ჯგუფი В

სომხეთი - ირლანდია - 0:1,

ანდორა - რუსეთი - 0:2,

სლოვაკია - მაკედონია - 1:0;

 

ჯგუფი С

ფარერის კუნძულები - სერბეთი - 0:3,

ესტონეთი - იტალია - 1:2,

სლოვენია - ჩრდილოეთ ირლანდია - 0:1;

 

ჯგუფი D

რუმინეთი - ალბანეთი - 1:1,

ლუქსემბურგი - ბოსნია და ჰერცოგოვინა - 0:3,

საფრანგეთი - ბელორუსია - 0:1;

 

ჯგუფი E

მოლდავეთი - ფინეთი - 2:0,

შვედეთი - უნგრეთი - 2:0,

სან–მარინო - ნიდერლანდები - 0:5;

 

ჯგუფი F

ისრაელი - მალტა - 3:1

ლატვია - ხორვატია - 0:3,

საბერძნეთი - საქართველო - 1:1;

 

ჯგუფი G

ჩერნოგორია - უელსი - 1:0,

ინგლისი - ბულგარეთი - 4:0;

 

ჯგუფი Н

ისლანდია - ნორვეგია - 1:2,

პორტუგალია - კვიპროსი - 4:4;

 

ჯგუფი I

ლიტვა - შოტლანდია - 0:0,

ლიხტენშტეინი - ესპანეთი - 0:4.

ყველა ახალი ამბავი
0