16:05 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

ესპანელებმა ევრო–2012–ის შესარჩევი ტურნირის სტარტზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა პარასკევს ევრო–2012–ის შესარჩევი ტურნირის სტარტზე სტუმრად ლინტენშტეინში დიდი ანგარიშით სძლიეს მასპინძლებს.

თბილისი, 4 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა პარასკევს ევრო–2012–ის შესარჩევი ტურნირის სტარტზე სტუმრად ლინტენშტეინში დიდი ანგარიშით სძლიეს მასპინძლებს.

ესპანელებმა გასვლით თამაშში ანგარიშით 4:0 გაიმარჯვეს, გოლები გაიტანეს ფერნანდო ტორესმა (ორჯერ), დავიდ ვილიამ და დავიდ სილვამ.

ევროპული ფეხბურთის ელიტის შემადგენლობაში შემავალი დანარჩენი გუნდებიდან პარასკევს დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს ნიდერლანდებმა (სტუმრად სან–მარინოში, 5:0) და ინგლისმა (სახლში ბულგარელებთან 4:0). ჰოლანდიელთაგან ჰეტ–ტრიკით თავი გამოიჩინა კლას–იან ჰუნტლერმა, ხოლო ინგლისის შემადგენლობაში სამი ბურთი ჯერმეინ დეფოს ანგარიშზეა.

სასტარტო მატჩებში გამარჯვების მიღწევა გაუჭირდათ გერმანიისა და იტალიის გუნდებს. გერმანელებმა ანგარიშით 1:0 ბელგიის ნაკრები დაამარცხეს, გოლი მიროსლავ კლოზემ გაიტანა. იტალიელებმე კი ანგარიშით 2:1 ესტონეთის გუნდს სძლიეს, თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშით 0:1 აგებდნენ.

სათამაში დღის მთავარი სენსაცია ბელორუსმა ფეხბურთელემა წარმოადგინეს: პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე მათ ფრანგები, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, „სამფერიანთა“ კარში გოლი 86–ე წუთზე სერგეი კისლიაკმა გაიტანა, რომელიც მანამდე, 11 წუთით ადრე შევიდა მინდორზე სათმაშოდ. 

ჯგუფი А

ყაზახეთი - თურქეთი - 0:3,

ბელგია - გერმანია - 0:1;

 

ჯგუფი В

სომხეთი - ირლანდია - 0:1,

ანდორა - რუსეთი - 0:2,

სლოვაკია - მაკედონია - 1:0;

 

ჯგუფი С

ფარერის კუნძულები - სერბეთი - 0:3,

ესტონეთი - იტალია - 1:2,

სლოვენია - ჩრდილოეთ ირლანდია - 0:1;

 

ჯგუფი D

რუმინეთი - ალბანეთი - 1:1,

ლუქსემბურგი - ბოსნია და ჰერცოგოვინა - 0:3,

საფრანგეთი - ბელორუსია - 0:1;

 

ჯგუფი E

მოლდავეთი - ფინეთი - 2:0,

შვედეთი - უნგრეთი - 2:0,

სან–მარინო - ნიდერლანდები - 0:5;

 

ჯგუფი F

ისრაელი - მალტა - 3:1

ლატვია - ხორვატია - 0:3,

საბერძნეთი - საქართველო - 1:1;

 

ჯგუფი G

ჩერნოგორია - უელსი - 1:0,

ინგლისი - ბულგარეთი - 4:0;

 

ჯგუფი Н

ისლანდია - ნორვეგია - 1:2,

პორტუგალია - კვიპროსი - 4:4;

 

ჯგუფი I

ლიტვა - შოტლანდია - 0:0,

ლიხტენშტეინი - ესპანეთი - 0:4.

 

სააგენტო „რია ნოვოსტის“ მასალების თანახმად.

მთავარი თემები