საქართველოს ნაკრების მცველი ინგლისურმა „სამეფო“ კლუბმა შეიძინა

გამოწერა
საქართველოს ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისის პრემიერ–ლიგის საფეხბურთო კლუბ „რედინგთან“, იუწყება ბრიტანული გამოცემები.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. საქართველოს ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისის პრემიერ–ლიგის საფეხბურთო კლუბ „რედინგთან“, იუწყება ბრიტანული გამოცემები.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღინიშნება, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი კმაყოფილია ამ შეძენით.

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი გუნდში გაატარა და უკვე დაიმსახურა გულშემატკივრების სიმპატიები“. „მე დარწმუნებუკლი ვარ, რომ ხიზანიშვილი ნამდვილად დაეხმარება გუნდს. ჩვენ მისი შეძენა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გვსურდა“, – აღნიშნა მაკდერმოტმა.

კლუბის გენერალური დირექტორის ნიკ ჰამონდის თქმით, „ამ ზაფხულს ჩვენ ხშირი კონტაქტები გვქონდა – ჩვენ ძალიან გვინდოდა ხიზანიშვილის კლუბში მიღება, და როგორც კი ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ მივაღწიეთ შესაბამის შეთანხმებას“.

კონტრაქტის გაფორმება გაჭიანურდა ფინანსური სირთულეების გამო. ნახევარმცველი გიფლი სოგურდსონის გერმანული „ხოფენხაიმისთვის“ 7 მლნ ევროდ წარმატებული მიყიდვის შედეგად, ხიზანიშვილის შეძენის საკითხი დადებითად გადაწყდა.

ეროვნულ ჩემოიონატში „რედინგს“ ოთხი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და ის მე–13 ადგილს იკავებს. ქართველმა ფეხბურთელმა სამეფო გუნდში მიმდინარე წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით 15 შეხვედრა გამართა და როგორც  კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, „მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად გამოდიოდა“.

საფეხბურთო კლუბი „რედინგი“ 1871 წელს დაარსდა. ამჟამად ის პროფესიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც იმავე სახელწოდების ქალაქში ბერკშირის საგრაფოში მდებარეობს. ამჟამად კლუბი ინგლისის ჩემპიონატის პრემიერ–ლიგაში გამოდის.

კლუბს აქვს ზედმეტი სახელი – Royals, რედინგის სამეფო საგრაფოში ადგილმდებარეობის გამო. რედინგის თილისმაა – ლომი სახელად Kingsley Royal.

ყველა ახალი ამბავი
0