15:58 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

Baku Open 2010–ზე საუკეთესო მოჭადრაკედ ლელა ჯავახიშვილი აღიარეს

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

ზერბაიჯანის დედაქალაქში დასრულდა წარმომადგენლობითი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი Baku Open 2010, რომლის შედეგების თანახმად ქალთა გათამაშების გამარჯვებული ქართველი ლელა ჯავახიშვილი გახდა.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. აზერბაიჯანის დედაქალაქში დასრულდა წარმომადგენლობითი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი Baku Open 2010, რომლის შედეგების თანახმად ქალთა გათამაშების გამარჯვებული ქართველი ლელა ჯავახიშვილი გახდა.

ტურნირში გამარჯვებული გახდა შეჯიბრებების უდავო ფავორიტი, ამერიკელი გატა კამსკი (რეიტინგი 2713): ცხრა ტურში ტიტულოვანმა დიდოსტატმა 7,5 ქულა დააგროვა და კონკურენტებს ნახევარი ქულით გაუსწრო.

ისრაელის წარმომადგენელმა ემილ სუტოვსკიმ (2665), ბელორუსმა ალექსეი ალექსანდროვმა (2642). აზერბაიჯანელებმა ასხარ გოლიზადემ (2481) და ნიჯათ აბასოვმა (2517) შესაბამისად, მეორე–მეხუთე ადგილები გაიყვეს. წორედ ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ ისინი სატურნირო ცხრილში – სუტოვს „ვერცხლი“ ერგო, ხოლო ალექსანდროვს – „ბრინჯაო“.

ქართველმა მოჭადრაკემ ლელა ჯავახიშვილმა (2469) , 6,5 ქულა დააგროვა. მან ტურნირი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, თუმცა, დასკვნით ეტაპზე ექვსი პარტიიდან ოთხში გაიმარჯვა, ორი კი ყაიმით დაასრულა. საერთო ჩათვლაში ის მე–18 ადგილზე გავიდა.

ქართველ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგს მალხაზ სულაშვილმა მიაღწია (2498), რომელმაც 6,5 ქულით მე–17 ადგილი დაიკავა.

დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეები ტურნირის ცხრილში შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 22 – კონსტანტინე შანავა (2566, 6 ქულა), 24 – ლუკა პაიჭაძე (2567/6), 25 – გაიოზ ნიგალიძე (2478/6), 31 – დავით მაღალაშვილი (2465/5,5), 37 – დავით ჯოჯუა (2530/5,5), გიგა ყუფარაძე (2345/5,5), 44 – შოთა აზალაძე (2433/5,5), 51 – ივერი ჭიღლაძე (2375/5), 84 – გიორგი ხელაია (2115/4,5).

რუსეთის წარმომადგენელთა შორის საუკეთესო ბორის სავჩენკო იყო, რომელმაც 6,5 ქულით მე–9 ადგილი დაიკავა.

ტურნირში Baku Open 2010 მონაწილეობას იღებდა 158 მოჭადრაკე 12 ქვეყნიდან – ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ–დან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და ჩეხეთიდან.

ტურნირის მასპინძელთა შემდეგ, ყველაზე მრავალრიცხოვან გუნდს საქართველო წარმოადგენდა – 12 მოჭადრაკე.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობდა.

როგორც ტურირის საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, ტურნირის გამარჯვებული, საერთო ფონდიდან, რომელიც 60 ათას დოლარს შეადგენდა, 10 ათას დოლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული – 7,5 ათას, მესამეზე კი – 5 ათას დოლარს. ქალთა შორის გამარჯვებული კი 6 ათას დოლარს მიიღებს.

Baku Open 2010–ის მონაწილეთა სრული სია და საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულია ვებ–გვერდზე Chess-Results.com.

მთავარი თემები