ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პრემიერის არყოფნის გამო არ შედგა

გამოწერა
ოთხშაბათს დაგეგმილი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. მას დევნილებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ საბჭოს კითხვებზე უნდა ეპასუხა.

 

თბილისი, 1 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ოთხშაბათს დაგეგმილი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. მას დევნილებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ საბჭოს კითხვებზე უნდა ეპასუხა.

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის, საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი თორთლაძის განცხადებით, გადაწყვეტილება სხდომის ჩატარების შესახებ მოკლე ვადაში იქნა მიღებული და პრემიერ-მინისტრი გუშინ გვიან საღამოს ტელეფონით მოიწვიეს, რადგანაც ამ დღეებში მთავრობის ხელმძღვანელი ვიზიტით ლიტვაში მიემგზავრება.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ანტიკრიზისულ საბჭოს პრემიერისთვის სხდომის ჩატარების შესახებ უწყება მინიმუმ ერთი დღით ადრე წერილობითი ფორმით უნდა გაეგზავნა.

”სამთავრობო კანცელარიაში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის პროცედურის შესახებ წერილობითი მოთხოვნა არ მოსულა, ასევე არ გამოგზავნეს კითხვები, რომლებისთვისაც პრემიერ-მინისტრს უნდა ეპასუხა... და პრემიერის არყოფნა საბჭოს არაკოორდინირებული მუშაობის შედეგია”, - აღნიშნა ხუროშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0