ერევანი და ბაქო ერთმანეთს დივერსიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ

გამოწერა
ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს და სამშაბათს მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ოთხშაბათს ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს და სამშაბათს მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულების შეხების ხაზზე მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ერევანის ვერსიით, სტეფანაკერტში წყაროზე დაყრდნობით, 31 აგვისტოს 06:30 საათზე ადგილობრივი დროით, სოფელ ზემო ჩაილუს რაიონში აზერბაიჯანის მხრიდან „ყარაბაღის არმიის ერთ–ერთი საბრძოლო საგუშაგოს წინააღმდეგ დივერსიული მოქმედების მცდელობა განხორციელდა“.

ყარაბაღის ჩრდილოეთით აზერბაიჯანული სპეცრაზმის მიერ გუშინ განხორციელებული დივერსიული აქტის დროს აზერბაიჯანის დანაკარგმა შვიდი დაღუპული და დაჭრილი შეადგინა, განუცხადა ოთხშაბათს სააგენტო „ახალი ამბები – სომხეთს“ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივანმა სენორ ასრატიანმა. 

სომეხი სამხედროების მიერ სამშაბათს განხორციელებული დივერსიის შედეგად, ორივე მხრიდან არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები, იუწყება, თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური. 

„გუშინ, 31 აგვისტოს 16:30 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევით, განახორციელა ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმის მიზნით“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში. 

ბაქო, თავის მხრივ, ადასტურებს მხოლოდ ორი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილს და ამტკიცებს, რომ სომხური მხრიდან სამი დაღუპულია. 

ყველა ახალი ამბავი
0