რუსეთის ფედერაციის საგარეო საქემთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან

გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან, უცხოეთის მოქალაქეებზე სისხლის სამართლის დევნის გამო.

 

მოსკოვი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან, უცხოეთის მოქალაქეებზე სისხლის სამართლის დევნის გამო. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ვრცელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც თბილისის გვერდის ავლით მოხვდებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ნათქვამია ოთხშაბათს რია ნოვოსტის მიერ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს კომენტარში.

 

„ნამდვილად, უცხოელები, რომლებიც ეწვევიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოში გამოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან, რასაც პატიმრობა ან დიდი ოდენობით ჯარიმა მოყვება. ეს ყველაფერი კეთდება ეგრეთ წოდებული 2009 წლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელმაც, სხვათა შორის, მისი მიღების შემდეგ, მრავალი შენიშვნა გამოიწვია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში. ამგვარი პრაქტიკის მიზანი ნათელია – ქართული ხელისუფლება ყველა არსებული ხერხით ცდილობს გადაუკეტოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გარე სამყაროსთან კონტაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, ნესტერენკო ამტკიცებდა, რომ „დღევანდელ საქართველოში რუსეთს მოქალაქეები სისტემატიურად ხდებიან განუკითხაობის მსხვერპლნი იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა ისინი ჩასული აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 

ოფიციალური თბილისი რუსეთიდან აფხაზეთის მონაკვეთზე, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთ ოსეთში გადასვლას საზღვრის უკანონო გადაკვეთად აფასებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე მუხლის თანახმად, საზღვრის უკანონო გადაკვეთა ითვალისწინებს ან ჯარიმის გადახდას, ან ხუთ წლამდე პატიმრობას.

საქართველოს შსს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილია განცხადებით, ჩვეულებრივ ტურისტებს, რომლებიც საქართველოში სამხრეთოსური ან აფხაზი მესაზღვრეების აღნიშვნით შემოდიან, 1,2 ათასამდე დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, მათ კი ვინცთანამშრომლობსსოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებასთან  ხუთ წლამდე პატიმრობა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულება საქართველოს შესაბამისი უწყების გარეშე, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადია. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისახელმწიფო საზღვრის დარღვევა“, – განაცხადა უტიაშვილმა. 

„თუ ის გახლავთ ტურისტი, რომელიც აფხაზეთს ტურისტული მიზნებით ეწვია, მაშინ, რა თქმა უნდა, საქმე ჯარიმით, დაახლოებით 1,2 ათასი დლარის გადახდით მოგვარდება. მაგრამ, თუ პიროვნება მუშაობს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაზე, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დაპატიმრება. ეს ეხება არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც. თუმცა, პატიმრობით დასჯა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება“, – აღნიშნა მან. 

უტიაშვილის განცხადებით ჯარიმის მოცულობაგანისაზღვრება მოლაპარაკებით პროკურატურასა და ბრალდებულს შორის.

უტიაშვილმა არ დააზუსტა, რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, თუმცა, უარყო რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულთა შორის, ძირითადად, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან. 

სახელმწიფო საზღვრის დაცვის შემთხვევაში არის დაკავების რამდენიმე შემთხვევა. დაკავებულთა შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, ასევე საქართველოს მოქალაქეები და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც“, – განაცხადა უტიაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0