კახა კალაძემ კლუბი შეიცვალა – ეხლა ის „ჯენოაში“ თამაშობს

გამოწერა
ეხბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, „მილანის“ მცველმა კახა კალაძემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ჯენოასთან“, რასაც კლუბის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციაც ადასტურებს.

 

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ფეხბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, „მილანის“ მცველმა კახა კალაძემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ჯენოასთან“, რასაც კლუბის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციაც ადასტურებს. ახალ გუნდში კალაძე თავისუფალი აგენტის უფლებებზე გადავიდა.

 

„ჯენოამდე“ კალაძე თბილისის „დინამოს“ (1993–1997 წ.წ.), შემდეგ კი კიევის „დინამოს“ (1998–2000 წ.წ.) ღირსებას იცავდა, 2001 წლიდან კი მილანის კლუბში გამოდიოდა.

„ჯენოას“ პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია „მილანის“ ქართველი მცველის კახი კალაძის გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით. მანამდე გაჩნდა ინფორმაცია რომ ქართველი ფეხბურთელი უარს აცახდებდა აღნიშნულ კლუბში გადასვლაზე. 

ახალ გუნდში კალაძეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღების იმედი აქვს. ნებისიერ შემთხვევაში, 32 წლის კალაძისთვის ახალი საკლუბო პერიოდი იწყება, ხოლო „მილანში“ გატარებული 9,5 წელი ისტორიად იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0