საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით სხდომას სააკაშვილი უხელმძღვანელებს

გამოწერა
3–4 სექტემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა.

თბილისი, 31 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. 3–4 სექტემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. 

წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა ზუგდიდის რაიონში, კერძოდ კი ანაკლიაში გაიმართება.

პრეზიდენტის გამოსვლა ქართული ტელეარხების პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

საშემოდგომო სესიის დაწყების წინ დეპუტატები განიხილავენ მუშაობის გეგმებს და კანონპრექტებეს. რომელთა განხილვა პარლამენტში უახლოეს დროში იგეგმება. 

ყველა ახალი ამბავი
0